გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი

გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ”ნაციონალური მოძრაობის” წევრი გოგა ონიანი პოლიტპატიმარი არ არის. როგორც ქანთარიამ საპარლამენტო უმცირესობის წევრს სერგო რატიანს ამ საკითხთან დაკავშირებით მიმართა, განცხადებები, რომ ონიანი პოლიტპატიმარია, არ არის სიმართლე.

„გოგა ონიანი ისეთივე პოლიტპატიმარია, როგორც თქვენ ნაპოლეონი. მიკვირდა, ისე ჩაივლის დღევანდელი განცხადებები, რომ ბიძინა ივანიშვილს არ ახსენებენ მეთქი და როგორც იქნა მაინც ახსენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ბიძინას გარეშე მზე არ სუფევს მათთვის ცის კამარაზე. რამდენიც არ უნდა იძახოთ ამ კაცის სახელი, მისი არც ჭკუა მოგემატებათ, არც შესაძლებლობები. ასე რომ, დაუკვირდით ამასაც“, - განაცხადა ქანთარიამ.