თბილისი მერი კახა კალაძე დღეს, თბილისის გამგებლებსა და საქალაქო სამსახურების უფროსებს წარადგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიიდან აცნობეს, დედაქალაქის მერი თბილისის გამგებლებს 11:00 საათზე წარადგენს, ხოლო საქალაქო სამსახურების უფროსებს - 15:00 საათზე.
წარდგენის ღონისძიებები თბილისი მერიაში გაიმართება.