ქართველ პოეტს დათო მაღრაძეს საერთაშორისო მნიშვნელობის პრემია მიენიჭა

ქართველ პოეტს დათო მაღრაძეს საერთაშორისო მნიშვნელობის პრემია მიენიჭა

დიდი იტალიელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, კლასიკოსის სალვატორე კვაზიმოდოს საერთაშორისო პრემია გადაეცა ქართველ პოეტს დათო მაღრაძეს, ნომინაციაში ლიტერატურაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის. გადაწყვეტილება მიიღო Premio Internazionale Salvatore Quasimodo–ს ჟიურიმ და აღნიშნული ჯილდო ქართველ პოეტს მიაკუთვნა. დაჯილდოების ცერემონიალი 17 დეკემბერს ქალაქ რომში გაიმართება.