ჰუდაკი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს.
ის იყო სლოვაკეთის თავმჯდომარეობის დროს ევროკავშირის უფროსი შუამავალი ფინანსურ საკითხებში ევროკავშირის საბჭოში.
2015-2016 წლებში იგი იყო სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრი.
იყო ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანი და სლოვაკეთის რესპუბლიკის წარმომადგენელი ევროპის სტაბილურობის მექანიზმის მმართველთა საბჭოში.
ვაზილ ჰუდაკი ასევე, J.P. Morgan Chase-ში იყო აღმოსავლეთ ევროპის სახალხო სექტორის უფროსი მრეწველობის დარგში და მუშაობდა აშშ-სა და ევროპის “Citi Group”- სა და აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის ფილიალებში.
ჰუდაკმა კარიერა ჩეხოსლოვაკიის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო.
სწავლობდა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტში, პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტსა და ჰარვარდის ბიზნესსკოლაში.
http://www.tbilisibrf.gov.ge/en/speakers/welcome-speeches/190-vazil-hudak