ნინო გოგუაძე საბურთალოზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

ნინო გოგუაძე საბურთალოზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა

საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ საბურთალოზე მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

დეპუტატმა შეხვედრაზე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ შემუშავებულ იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო დევნილთა პროფესიულ განათლების მიღების მხარდასაჭერად ახორციელებს. სამინისტრო მოქალაქეებს „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს" მეშვეობით, პროფესიული განათლების მიღებაში ეხმარება. სასწავლებლის დასრულების შემდგომ კი, მათ ინდივიდუალური მეწარმეობის დასაწყებად სახელოებო იარაღებს შეუსყიდის.

„პროფესიული განათლების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორად მიღებულმა პროფესიულმა განათლებამ ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების მეტი შესაძლებლობა უნდა მისცეს. ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო პროგრამას ახორციელებს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. ჩემი სურვილი იყო, რომ სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, სრულად მიმეწოდებინა მოსახლეობისთვის ინფორმაცია თუ რა დაწესებულებებში არის შესაძლებელი პროფესიული განათლების მიღება და რა შესაძლებლობებს სთავაზობს სამინისტრო მოქალაქეებს სასწავლებლის დასრულების შემდეგ. დღეს ასევე, ჩემთან ერთად იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ისარგებლეს ამ პროგრამით, სახელწიფოს დახმარებით შეიძინეს საჭირო სახელოებო იარაღები და თავიანთი მცირე საწარმოების გასახსნელად ემზადებიან", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო გოგუაძემ.

შეხვედრაზე, საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, „დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს" დირექტორი, ირაკლი უჯმაჯურიძე იმყოფებოდა.