პრემიერმა ხალხის სათქმელი თქვა, დაგეგმილი ცვლილებები ადმინისტრაციულ დანახარჯებს ამცირებს

პრემიერმა ხალხის სათქმელი თქვა, დაგეგმილი ცვლილებები ადმინისტრაციულ დანახარჯებს ამცირებს

მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები ადმინისტრაციულ დანახარჯებს ამცირებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, რითაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები შეაფასა.

თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პრემიერმა ხალხის სათქმელი თქვა.

“სტრუქტურული ცვლილებები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა, საქართველოს ევროპულ კურსს, ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოს საინვესტიციო იმიჯს კიდევ უფრო განამტკიცებს.

ეს ცვლილებები მთავრობის მოცულობას და ადმინისტრაციულ დანახარჯებს ამცირებს, ხოლო მეტ რესურსს ტოვებს საზოგადო საჭიროებებისთვის. მენეჯმენტის თვალსაზრისით, პრინციპულად სწორი და გაბედული გადაწყვეტილებაა. პრემიერმა თქვა ხალხის სათქმელი”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მთავრობაში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები ხორციელდება, რის შესახებაც დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.