მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის ინფორმაციით, მთავრობაში პირველ რიგში ის საკადრო ცვლილებები განხორციელდება, რომელიც საკანონმდებლო უზრუნველყოფას არ საჭიროებს.
როგორც თადუმაძემ ბრიფინგზე განმარტა, მთავრობა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს და საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პირველ ეტაპზე განხორციელდება, იმ ოდენობაში ჯდება, რომ ნდობის საკითხი პრობლემად არ დადგეს. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მთავრობას კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტი წარედგინება, რის შემდეგაც საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში გაიგზავნება.
„მთავრობის სხდომას უახლოეს მომავალში წარედგინება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი და ის პარლამენტს განსახილველად გაეგზავნება. საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტის მიღების შემდეგ უწყებების შერწყმა-გაერთიანება განხორციელდება. ამის შემდეგ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაინიშნება და პრემიერი მთავრობის ახალი შემადგენლობით პარლამენტის ნდობის განსაახლებლად პარლამენტის მოსმენებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შემდეგ გაერთიანებულ სამინისტროებში კანონით დადგენილი წესით ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციის პროცესი განხორციელდება“, - განაცხადა დღეს გამართული ბრიფინგზე შალვა თადუმაძემ.