სამინისტროების რაოდენობა 14-მდე მცირდება

სამინისტროების რაოდენობა 14-მდე მცირდება

საქართველოს მთავრობაში სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების შედეგად, სამინისტროების რაოდენობა 18-დან 14-მდე მცირდება. შესაბამისად, გაუქმდა ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სპორტისა და ახალგაზრდობის,  ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროები.

სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გააკეთა.

საქართველოს მთავრობას, საკადრო და სტრუქტურული რეორგანიზაციის გამო, პარლამენტის მხრიდან ნდობის ხელახლა გამოცხადება სჭირდება.