განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას, სავარაუდოდ, თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი შეცვლის

განათლების მინისტრის პოსტზე ალექსანდრე ჯეჯელავას, სავარაუდოდ, თსუ-ს პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი შეცვლის

განათლების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავას, სავარაუდოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი შეცვლის. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, მთავრობამ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ გამართული კონსულტაციებისას არჩევანი სწორედ ჩხენკელზე შეაჩერა.

კონსულტაციები გვიან ღამემდე გაგრძელდა. მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება. პრემიერ-მინისტრის საგანგებო ბრიფინგი 11:00 საათზეა დანიშნული.