ბიუროკრატიის შემცირება მთავრობის პიორიტეტია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გუშინ, „ქართული ოცნების“ ოფისთან საპარლამენტო უმრავლესობის თათბირის დაწყებამდე განაცხადა.
"ეს არის ხარჯების მაქსიმალური ოპტიმიზაცია და მთავრობის ეფექტურობის გაზრდა", - აღნიშნა მან. ჩუგოშვილი ადასტურებს, რომ იგეგმება გარკვეული ცვლილებები როგორც სტრუქტურული, ისე საკადრო, რაზეც დღეს პრემიერი განცხადებას გააკეთებს.