მთავრობამ ფინანსთა მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო

მთავრობამ ფინანსთა მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძის დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღო

არსებული ინფორმაციით, მთავრობამ ფინანსთა ახალი მინისტრის კანდიდატურებზე მსჯელობა დაასრულა და გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, აღნიშნულ პოსტზე დიმიტრი ქუმსიშვილს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე შეცვლის.

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე კონსულტაციებისას, ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ასევე განიხილებოდა დიმიტრი ქუმსიშვილის პირველი მოადგილის, 
გიორგი თაბუაშვილის კანდიდატურაც.

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილი ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს უხელმძღვანელებს, რომელთა გაერთიანებაც სტრუქტურული ცვლილებების ფარგლებშია დაგეგმილი.