მტკიცებულებების თანახმად, ოზურგეთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი  ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობს

მტკიცებულებების თანახმად, ოზურგეთის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობს

ვრცელდება მტკიცებულებები, რომ ოზურგეთის მერობის კანდიდატი ოპოზიციიდან, კოტე შარაშენიძე ადგილობრივ არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობასთან არის გარიგებაში და მათთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

ფოტოებიდან კარგად ჩანს, რომ კოტე შარაშენიძე ზალიკო უდუმაშვილის, დავით კირკიტაძის, პეტრე მელიქიშვილის, ნინო კვიტაიშვილის და ნაციონალური მოძრაობის სხვა წარმომადგენლების გარემოცვაში თავს კომფორტულად გრძნობს.

არჩევნების პირველმა ტურმა ასევე ნათლად აჩვენა, რომ კოტე შარაშენიძე და ნაციონალური მოძრაობა მოკავშირეები იყვნენ და პრაქტიკულად ერთიანი შტაბით მუშაობდნენ, რადგან მაგალითად, სოფელ ჭანიეთში, რომლის მკვიდრიც არის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დავით მჟავანაძე და გარკვეული მხარდაჭერით სარგებლობს, კოტე შარაშენიძემ და პარტია ნაციონალურმა მოძრაობამ ხმები თითქმის ერთნაირად მიიღეს (ჭანიეთი: კოტე შარაშენიძე 262; ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი: 284). იგივე მოხდა სოფელ ნასაკირალშიც, სადაც ნაციონალური მოძრაობის მეორე კანდიდატი ბესო ქათამაძე ცხოვრობს (ნასაკირალი: კოტე შარაშენიძე 632; ნაციონალური მოძრობის კანდიდატი:734).

უკვე მთელი ოზურგეთისთვის ცნობილია, რომ კოტე შარაშენიძის შტაბს სინამდვილეში, ნაციონალური მოძრაობის პერიოდის უშიშროების მაღალჩინოსანი შალვა ბოლქვაძე და ნაციონალური მოძრაობის პერიოდის ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე ხელმძღვანელობენ.

მიუხედავად იმისა, რომ მიზეზებზე მაშინ განმარტება არ გაკეთებულა, კოტე შარაშენიძე ქართული ოცნებიდან სავარაუდოდ, სწორედ ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობის გამო გარიცხეს.