იმის მაგივრად, რომ გაანებონ თავი ჩვენთან ევროსკეპტიციზმის გაღვივებას, საზოგადოების პოლარიზაციას, პოლიტიკურ ექსტრემიზმს - აკვიატებულად აგრძელებენ ამ სამწუხარო ტენდენციების დაფინანსებას საკუთარი გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან

იმის მაგივრად, რომ გაანებონ თავი ჩვენთან ევროსკეპტიციზმის გაღვივებას, საზოგადოების პოლარიზაციას, პოლიტიკურ ექსტრემიზმს - აკვიატებულად აგრძელებენ ამ სამწუხარო ტენდენციების დაფინანსებას საკუთარი გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან

მთლიანად ვიზიარებ პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის მიერ, ბრიუსელიდან საქართველოზე გუშინდელი მორიგი თავდასხმის შეფასებას, როდესაც იმის მაგივრად, რომ გაანებონ თავი ჩვენთან ევროსკეპტიციზმის გაღვივებას, რეალურ ანტიდასავლურ პროპაგანდას, სიძულვილის კამპანიას, საზოგადოების პოლარიზაციას, პოლიტიკურ ექსტრემიზმს - აკვიატებულად აგრძელებენ ამ სამწუხარო ტენდენციების დაფინანსებას საკუთარი გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან,  - წერს  "ხალხის ძალის" წევრი, დავით ქართველიშვილი, სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის იმედს იმის თაობაზე, რომ ბრიუსელი დაუბრუნდება ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებსა და თავის დროზე გაცხადებულ ფასეულობებს, ვერ დაეთანხმება, ვინაიდან, დღეს ევროკავშირი მძიმედ არის დასნეულებული.

"მთლიანად ვიზიარებ პარლამენტის სპიკერის შალვა პაპუაშვილის მიერ, ბრიუსელიდან საქართველოზე გუშინდელი მორიგი თავდასხმის შეფასებას, როდესაც იმის მაგივრად, რომ გაანებონ თავი ჩვენთან ევროსკეპტიციზმის გაღვივებას, რეალურ ანტიდასავლურ პროპაგანდას, სიძულვილის კამპანიას, საზოგადოების პოლარიზაციას, პოლიტიკურ ექსტრემიზმს - აკვიატებულად აგრძელებენ ამ სამწუხარო ტენდენციების დაფინანსებას საკუთარი გადასახადების გადამხდელთა ჯიბიდან.

ერთადერთი, ვერ დავეთანხმები მისი მხრიდან გამოთქმულ ჩემთვის გასაგებ იმედს, რომ იქნებ ბრიუსელი დაუბრუნდეს ევროკავშირის საბაზისო ღირებულებებს და თავის დროზე გაცხადებულ ფასეულობებს - მმართველი რგოლის ამჟამინდელი შემადგენლობით მას არც ამის სურვილი, არც ამოცანა და არც დავალება აქვს იმ ძალების მხრიდან, რომლის ნებაყოფლობით მძევლობაშიც იმყოფებიან. ევროკავშირი დღეს მძიმედ არის დასნეულებული და ცდილობს მის გარშემო რაც შეიძლება მეტი ჯანმრთელი ორგანიზმი დააინფიციროს - ამიტომ ამ "კართაგენის" დაცემამდე თუ მის ტრანსფორმაციამდე და გამოჯანმრთელებამდე მძევლობიდან გამოსვლის შემთხვევაში, ქართველ ხალხზე ეს პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმები არ შეჩერდება." - წერს დავით ქართველიშვილი.