გიორგი მოსიძის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მიემგზავრება

გიორგი მოსიძის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში მიემგზავრება

საქართველოს პარლამენტის უკრაინის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები კიევში, უკრაინის უმაღლეს რადას ეწვევიან და ოფიციალურ შეხვედრებს გამართავენ.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი მოსიძე, ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე, პარლამენტარები კახა კუჭავა, დავით მათიკაშვილი, ირინა ფრუიძე, გელა სამხარაული და გოგი მეშველიანი.

8 ნოემბერს დელეგაციის წევრები ანტიტერორისტული ოპერაციის ზონას მოინახულებენ, 9-10 ნოემბერს კი გაიმართება შეხვედრები უმაღლესი რადის თავმჯდომარესთან - ანდრიი პარუბიისთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებთან და მუდმივმოქმედი დელეგაციების ხელმძღვანელებთან, უკრაინის ვიცე-პრემიერთან ევროინტეგრაციის საკითხებში - ივანა კლიმპუშ-ცინცაძესთან, აგრეთვე უკრაინის პარლამენტში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან.