გიორგი ვაშაძე დააკავეს

გიორგი ვაშაძე დააკავეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე დააკავეს. მას შემდეგ, რაც სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა, სამართალდამცველები პარტიის ოფისში მივიდნენ და პოლიტიკოსს ხელბორკილები სწორედ პარტიის ოფისში დაადეს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მას 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

განაჩენის გამოცხადებას გიორგი ვაშაძე არ დასწრებია.

მარბიელი ვაა, აღმაშენებელი, შარლ მიშელი, პრემიერმინისტრი, ხან ნაცი და ხან ვითომ არანაცი მესამე ძალა და ბოლოს პერველი პასპორტისტკა ციხეშია? რა გვეშველება!
სულელები ამბობენ არავის ვუსურვებ ციხესო; არამზადა ციხეში უნდა იყოს, მოსატყ...ი ლოგინში!
4 საათის უკან