პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, „შანხაის ჭენგცინის სავაჭრო-სამრეწველო სააქციო საზოგადოების" უფროს მრჩეველს, ქართული კომპანია „სილქედვაისის" ჩინეთის ფილიალის გენერალურ დირექტორს იენდე სიუს შეხვდა.
შეხვედრა ჩინეთ-საქართველოს შორის ტურიზმის, ინდუსტრიის, ინვესტიციების, ვაჭრობის, თავისუფალი ეკონომიკური ზონის სამომავლოდ განვითარებას, პოლიტიკური თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავებას ითვალისწინებდა.
,,შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო საინვესტიციო პროექტებს. მოგეხსენებათ, 2017 წელი საქართველო-ჩინეთის ურთიერთობისთვის უმნიშვნელოვანესი წელია. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას. რითაც ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა მივეცით, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე გაიტანონ",-განაცხადა ოთარ დანელიამ.
დასასრულს, აღინიშნა რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის მიმართულებით უდიდესი პოტენციალი გააჩნია. მოკლე დროში ღვინის ექსპორტის ზრდის ტენდენციების მზარდი დინამიკა შეიმჩნევა. 2016 წელს 4 307 825 და 2017 წელს 6 086 733 ბოთლი ღვინო იქნა ექსპორტირებული.