ჩვენ მოვახდინეთ დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება იმ დარღვევებზე, რაც ბოლო დროს მოხდა

ჩვენ მოვახდინეთ დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება იმ დარღვევებზე, რაც ბოლო დროს მოხდა

ჩვენ მოვახდინეთ დიპლომატიური კორპუსის ინფორმირება იმ დარღვევებზე, რაც ბოლო დროს მოხდა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა წევრმა გიორგი კანდელაკმა პარტიის ლიდერებისა და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომტიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს იმაზე, რომ "ევროპული საქართველოს" 30-მა კანდიდატმა მთავრობის მხრიდან ზეწოლის შედეგად მოხსნა კანდიდატურა.

”ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ხდება ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება. იმის ნაცვლად, რომ მთავრობამ იზრუნოს ხალხის პირობების გაუმჯობესებაზე და იმ ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტაზე, რაც არის, ისინი დაკავებულები არიან ოპოზიციური პარტიებისთვის კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლით ", - განაცხადა კანდელაკმა.

მისივე თქმით, ხალხს დღეს უფრო უჭირს, ვიდრე ადრე უჭირდა და ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად, მთავრობა ხელს უშლის განსაკუთრებით, პროდასავლურ ოპოზიციას კამპანიის წარმოებაში.

"მთავრობა არ იძიებს ძალადობის ფაქტებს, რომლის უკანაც თავად "ქართული ოცნება" და მისი სპორტსმენების ჯგუფები დგანან, უშუალოდ არის კახა კალაძე დაკავშირებული ამ ყველაფერთან. ასევე, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, იგივე ფეხბურთის მატჩი. სამწუხაროდ, ცესკო-ც თანმიმდევრულად ახდენს კანონის ინტერპრეტირებას " ქართული ოცნების" სასარგებლოდ", - განაცხადა კანდელაკმა.