ჩვენ მეტ საკითხზე ვიყავით ვეტოს მომხრე, მაგრამ კარგია, რომ ამ საკითხებს მაინც დაადო პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვეტო, ეს ვეტო გამოხატავს სრულ კონსენსუსს სრული ოპოზიციური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოების, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, არ აქვს იმედი, რომ "ქართული ოცნება" პრეზიდენტის შენიშვნებს გაითვალისწინებს.
"სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს იმედის საფუძველი, რომ საღ აზრს გამოიჩენს ოცნებისა და ივანიშვილის გუნდი, მიუხედავად ამისა, მაინც გვინდა მოვუწოდოთ მათ, ნუ აღმოჩნდებიან მთელი პოლიტიკური სპექტრის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხის საპირისპირო მხარეს. ეს ის გუნდია, რომელმაც ყველა სადავო საკითხზე უარი თქვა ხალხისთვის ეკითხა აზრი, უგულებელყო საერთაშორისო პარტნიორების რჩევები, სამოქალაქო საზოგადოების პოზიციები თავიანთი ინტერესის გარდა. ეს მძიმე დარტყმაა ქვეყნისთვის და ეს ვერ გადაარჩენს მათ, ერთხელაც აქვთ შანსი, ეს მძიმე შეცდომა არ დაუშვან", - განაცხადა ბოკერიამ.