სავალუტო ფონდი და  ფინანსთა სამინისტრო 2018 წლის ბიუეტის ძირითად პარამეტრებზე შეთანხმდნენ

სავალუტო ფონდი და ფინანსთა სამინისტრო 2018 წლის ბიუეტის ძირითად პარამეტრებზე შეთანხმდნენ

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, ქვეყნის ფისკალური მაჩვენებლები კვლავაც შთამბეჭდავია

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის, მერსედეს ვერა-მარტინის განცხადებით, ქვეყნის შემოსავლები აღემატება პროგნოზს, ხოლო ხარჯები პროგრამის მაჩვენებლების შესაბამისია.

მაღალი შემოსავლები, მიმდინარე ხარჯების შენარჩუნების ფონზე, მიიმართება მეტი კაპიტალური პროექტის დასაფინანსებლად და ასევე, დღგ-ში არსებული კრედიტების ასანაზღაურებლად. 2017 წელს ბიუჯეტის დეფიციტი, პროგრამის მიხედვით, მშპ-ს 3.6 პროცენტი იქნება, - აღნიშნა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა. 

მისი განცხადებით, სსფ-ს მისია და საქართველოს მთავრობა შეჯერდნენ 2018 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე. „მომავალი წლის ბიუჯეტი მიზნად ისახავს ფისკალური კონსოლიდაციის გაგრძელებას, თუმცა არ შეიზღუდება სახელმწიფო საინვესტიციო თანხები/კაპიტალური ხარჯები. ფისკალური დეფიციტი მშპ-ს 3 პროცენტი იქნება 2018 წელს, რაშიც შემოსავლების ზრდა და მიმდინარე ხარჯების შეზღუდვა დაგვეხმარება,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა, მერსედეს ვერა-მარტინმა.