შეშფოთებული ვართ ჩვენს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტიურობის განვითარებით

შეშფოთებული ვართ ჩვენს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტიურობის განვითარებით

ნატო რუსეთთან მიმართებაში ორმაგ მიდგომას ავითარებს, რომელიც მოიცავს მძლავრ თავდაცვასა და შინაარსობრივ დიალოგს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 63-ე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„შეშფოთებული ვართ ჩვენს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტიურობის განვითარებით და სამხედრო სწავლებების გაუმჭვირვალობით, როგორც ეს მოხდა 2017 წელს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, აღნიშნული ხაზს უსვამს რუსეთთან მიმართებაში ორმაგი მიდგომის მნიშვნელობას.

იენს სტოლტენბერგმა განმარტა, რომ ალიანსის სამხედრო მზადება წარმოადგენს პასუხს უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის ქმედებებსა და მუქარაზე.

„ნატო-ს ეს რეაქცია ჩვენი საერთაშორისო და შიდა ვალდებულებების პროპორციულია. რუსეთს მოვუწოდებთ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ. ნატო-ს არ სურს ახალი ცივი ომი, ხოლო ჩვენი ქმედებების მიზანი კონფლიქტის თავიდან აცილებაა და არა კონფლიქტის წარმოშობა“, - დასძინა მან.