ბრიტანულმა გამოცემამ „The Sun” საკუთარ მკითხველებს შორის ერთგვარი გამოკითხვა ჩაატარა და ბოლო ათი წლის განმავლობაში მსოფლიოს ულამაზესი ქალი მსახიობის ვინაობა დაასახელა.
როგორც მოსალოდნელი იყო, საპატიო პირველი ადგილი ამერიკელ ანჯელინა ჯოლის ერგო. ბრედ პიტის მეუღლემ ხმათა დიდი უპირატესობით კოლეგა ჯენიფერ ენისტონს გაუსწრო.
მესამე პოზიცია ავსტრალიელმა მომღერალმა კაილი მინოუგმა დაიკავა.
მსახიობი კეტრინ ზეტა ჯონსი და მომღერალი შერილ კოული მეოთხე-მეხუთე ადგილებზე აღმოჩნდნენ.
პირველი ათეულში აგრეთვე მოხვდნენ სკარლეტ იოჰანსონი, კირა ნაიტლი, მომღერალი ბეიონსე, ლივ ტაილერი და ჰოლი ბერი.