ამერიკული მას-მედიის ცნობით, პოპულარულმა კინომსახიობი მეთ დეიმონი ძალადობის ამსახველ ფილმებში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
41 წლის მსახიობი აღიარებს, რომ ბევრ სცენარს რომელსაც სთავაზობენ, უხვადაა გაჯერებული უაზრო ძალადობით.
მას ამ სახის სურათებში თამაში კატეგორიულად აღარ სურს, რადგან მიიჩნევს, რომ ასეთი სცენები მაყურებლის ფსიქიკაზე უარყოფითად მოქმედებს და აღძრავს მათში სურვილს, რეალურ ცხოვრებაშიც გაიმეოროს თვალით ნანახი ძალადობის აქტები.
მეთ დეიმონს თავის დროზე ისეთ გახმაურებულ ფილმებში უთამაშია, როგორებიც არიან „გონიერი უილ ჰანტიგი“, „ნიჭიერი მისტერ რიპლი“, „რიგითი რაიანის გადარჩენა“ და კინოდილოგია ჯეისონ ბორნის შესახებ.