ოთხი წლის წინ ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობმა ჯეისონ სტეიტემმა მხატვრულ სურათში „ძარცვა ბეიკერ-სტრიტზე“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა.
რამდენიმე დღის წინ გამოცემამ „The Sun” 44 წლის კინომსახიობთან მცირე ინტერვიუ გამოაქვეყნა. აღმოჩნდა რომ ზემოთდასახელებულ ფილმზე მუშაობის პროცესში ჯეისონს კონსულტაციას ნამდვილი ქურდი უწევდა.
საინტერესოა, რომ სურათში ნაჩვენები ძარცვა ლონდონში 1971 წელს ნამდვილად დაფიქსირდა. პოლიციამ დამნაშავეების კვალს დღემდე ვერ მიაგნო.
სტეიტემს კონსულტაცია იმ ყაჩაღობის ერთ-ერთმა მონაწილემ გაუწია. რასაკვირველია თავისი სამსახურისთვის მან სოლიდური გასამრჯელო მიიღო და გადაღებებზეც ანონიმურად მუშაობდა.
„ხალხს ის მამაჩემი ეგონა, რომელიც გადაღებებზე ჩემს სანახავად და გასამხნევებლად მოდიოდა. თავის მხრივ, ისიც ცდილობდა, არ მიექცია ყურადღება. ყველაზე უცნაური ამ ამბავში ჩვენი გარეგნული მსგავსება იყო, რაც მართლა აფიქრებინებდა ადამიანს, თითქოს ჩვენ ნათესაობა გვაკავშირებდა“. - განაცხადა ჯეისონ სტეიტემმა.