პარლამენტში, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა რურუა და თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ლოჟაში არ შეუშვეს.
როგორც ნიკა რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს ის პარლამენტში მოსულია იმისთვის, რომ მოისმინოს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას ძირითადი პრინციპები.
ნიკა რურუას თქმით, პარლამენტი დღეს იღებს სამარცხვინო კონსტიტუციას, რომელიც ქვეყნის განვითარებას შეუშლის ხელს.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრებს მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა აუხსნეს, რომ მათ ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ლოჟში შესვლის უფლება არ ჰქონდათ და თუკი მათ სტუმრის სტატუსით სხდომაზე დასწრების სურვილი აქვთ, ეს პარლამენტის შესაბამის სამსახურთან უნდა შეათანხმონ.