გასულ წელს ბრიტანულმა მას-მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ცნობილი მომღერალი სტინგი მიუზიკლზე მუშაობას აპირებდა. ამ დადგმის სახელწოდებაა „უკანასკნელი ხომალდი“.
ორი დღის წინ გამოცემამ „New Musical Express” ეს ცნობა ოფიციალურად დაადასტურა. უფრო მეტიც, ამ მუსიკალური სპექტაკლის პრემიერა მიმდინარე წლის დეკემბერში ლონდონში გაიმართება.
ამ დადგმის სიუჟეტი მეოცე საუკუნის 80-იან წლებში ქალაქ ნიუკასლში ვითარდება.
წარმოდგენის მთავარი მომქმედი პერსონაჟი 30 წლის მამაკაცია, რომელიც მშობლიურ ქალაქსა და ოჯახს მრავალწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდება.
საინტერესოა, რომ მიუზიკლს საფუძვლად დაედო სტინგის 1991 წელს გამოცემულ ალბომში, „The Soul Cages” შესული კომპოზიციები.