რამდენიმე დღის წინ ცნობილ ბრიტანელ მომღერალ პოლ მაკარტნის დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა. მუსიკოსმა ეს საზეიმო თარიღი იტალიაში აღნიშნა.
ლონდონში დაბრუნების შემდეგ მუსიკოსმა გამოცემა „New MUsical Express”-ს ინტერვიუ მისცა.
საუბრის მიმდინარეობისას ჟურნალისტმა მაკარტნის საინტერესო შეკითხვა დაუსვა. ჩვენს ბრიტანელ კოლეგას იმ ათი კომპოზიციის ჩამონათვალის გაგება სურდა, რომელსაც მაკარტნი განსაკუთრებულად აფასებს.
სერ პოლს მუსიკალური კარიერის განმავლობაში არაერთი სიმღერა დაუწერია. 70 წლის მუსიკოსმა ჟურნალისტის ცნობისმოყვარეობა დააკმაყოფილა და მისთვის ყველაზე საყვარელი ათი კომპოზიციის სია გადასცა.
1. „Band on the Run”
2. “Blackbird”
3. “The Fool On The Hill”
4. “Monkberry Moon Delight”
5. “Live and Let Die”
6. “No More Lonely Nights”
7. “Hope of Deliverance”
8. “My Brave Face”
9. “Beautiful Nights”
10. “My Valentine”