მსოფლიო „The Beatles”-ის დღეს აღნიშნავს

მსოფლიო „The Beatles”-ის დღეს აღნიშნავს

2009 წლის 25 ივნისს, ქალაქ ლონდონის მკვიდრმა ფეით კოენმა ერთ ტრადიციას დაუდო საფუძველი. ამ ადამიანის ინიციატივით, ამ დღეს მთელ მსოფლიოში ლეგენდარული ჯგუფი „The Beatles”-ის დღე აღინიშნება.

1967 წლის 25 ივნისს, მსოფლიოში პირველად, ლონდონში მდებარე ტელესტუდიამ „Our Wold”, ლივერპულელი ოთხეულის გამოსვლა პირდაპირ ეთერში უჩვენა. მუსიკოსებმა კომპოზიცია „All You Need Is Love” შეასრულეს. ფეით კოენმა 25 ივნისი ამ მიზეზის გამო აირჩია.

დღეს ეს თარიღი მსოფლიოს მასშტაბით მეოთხედ აღინიშნება.

ამ ღონისძიების ორგანიზატორები ბრიტანული ჯგუფის შემოქმედების თაყვანისმცემლებს მხოლოდ ერთ მოთხოვნას უყენებენ: ჯგუფის გულშემატკივრები ერთად უნდა შეიკრიბნონ, ერთმანეთს ღიმილი აჩუქონ და რაც უმთავრესია, მთელი დღის განმავლობაში „The Beatles”-ის კომპოზიციებს უსმინონ.