„ინციდენტი“

„ინციდენტი“

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი იგონებდა: “ჩემი მეგობარი და ჩემი მეუღლის მეგობარი დაქორწინდნენ. ქორწილი მცხეთაში გადაიხადეს. თამადად მე დამნიშნეს. ავდექი და ასეთი რამ ვთქვი: ორ რამეზე არ ვაგებ პასუხს - იმაზე, ღვინო ნაღდია თუ არა და დედოფალი ქალიშვილია თუ არა-მეთქი. ატყდა სიცილ-ხარხარი.

ამ ამბის შემდეგ მე და ნოდარ დუმბაძე ქუთაისში ვიყავით სტუმრად ჩასულები.

მასპინძელმა მთაში წაგვიყვანა საქეიფოდ. გზაზე ვიღაც საშინლად ნაცემი პიროვნება დავინახეთ. მძღოლმა მანქანა გააჩერა და ჰკითხა: - რა იყო, ბიჭო, ეგ რა მოგსვლია? – რა ვიცი, ბიძია, ჯანსუღ ჩარკვიანს ედოს ჩემი ცოდვაო! ბიჭოს, გამიკვირდა - რა გინდა, ჯანსუღი მე ვარ-მეთქი. არ დამიჯერა. რა მინდა და, ქორწილში რაღაც უთქვამს, მეც იგივე გავიმეორე, გამომიყვანეს, ჯორკოზე თავი დამადებინეს და ნაჯახი მირტყეს. დედოფლის ქალიშვილობას შენ ვინ გეკითხებაო.

იმ სულელს თურმე ჩემი სიტყვები არ გაუმეორებია ქორწილში? არ აპატიეს და იარებიც დაადეს”.