„პრეზიდენტის თვითმფრინავი“

„პრეზიდენტის თვითმფრინავი“

ქართველი მსახიობი ლევან უჩანეიშვილი ალბათ ერთადერთია მსოფლიოში, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტი მრავალი თანამემამულის წინაშე სასტიკად გაასილაქა და ეს “დანაშაული” ხახვივით შერჩა. რასაკვირველია რეალურ ცხოვრებაში ლევანს ამ ქვეყნის “ნამდვილ” პირველ პირთან საჩხუბრად არავინ მიუშვებდა, მაგრამ კინოს სამყაროში ხომ ყველაფერი შესაძლებელია.

გახმაურებულ მხატვრულ ფილმში “პრეზიდენტის თვითმფრინავი” უჩანეიშვილი ერთ-ერთი საერთაშორისო ტერორისტის როლს ასრულებდა. პრეზიდენტს კი პოპულარული ოკეანისგაღმელი მსახიობი, ჰარისონ ფორდი ასახიერებდა. ამ სურათში ერთი დამამახსოვრებელი ეპიზოდია. “ტერორისტი” ლევანი თმაში სწვდება “პრეზიდენტ” ჰარისონს და თავს რამდენჯერმე მიარტყმევინებს კედელზე. რასაკვირველია, ახალგაზრდა ქართველ მსახიობს თავდაპირველად ძალიან ეუხერხულა მასზე უფროსი ადამიანის, თან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კოლეგის თმებით თრევა.

ეს მალე ფორდმაც შეამჩნია და “ რისი გერიდება, მიდი, ცოტა თამამად იმოქმედეო”—დამოძღვრა უჩანეიშვილი. ამ უკანასკნელშიც ქართულმა მებრძოლმა სულმა იფეთქა. შედეგი ამერიკელისათვის სავალალო გამოდგა. “პრეზიდენტი” რამდენიმე დღის განმავლობაში კარგა მოზრდილი “სინიაკით” დადიოდა.