ცოტა ხნის წინ აშშ-ში საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს.
რამდენიმე ცნობილი მწერლის ნაწარმოებები შესაფასებლად მისცეს კომპიუტერს, რომელიც სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრებს აფასებს.
„ჭკვიანმა“ მანქანამ ჰემინგუეის ინგლისურის ცოდნაში სამიანი დაუწერა. მან სახელგანთქმულ მწერალს სტილი და ლექსიკა დაუწუნა.
კომპიუტერმა ვერაფერი გაუგო ნაწყვეტს უილიამ გოლდინგის „ბუზების მბრძანებლიდან“ და მწერლის წინადადებათა სტრუქტურა შეცდომად ჩათვალა.
ბერჯესის „მექანიკურ ფორთხალს“ კომპიუტერმა გონებისთვის შეუცნობელი უწოდა.