მსახიობ რობერტ პატისონს ერთი უცნაური ფობია გააჩნია.
თურმე ნუ იტყვით და სურათი “ბინდის” უშიშარ ვარსკვლავს ბავშვობიდან ჯამბაზების ეშინია.
ადრეულ ბავშვობაში ნორჩი რობერტი ერთხელ ცირკის წარმოდგენას დასწრებია. სანამ სპექტაკლზე შევიდოდა მის თვალწინ საზარელი ტრაგედია დატრიალდა. მსახიობის თვალწინ აფეთქებულ ავტომობილში ჯამბაზი ცოცხლად დაიწვა.
იმ ისტორიის შემდეგ მსახიობი ამ პროფესიის ადამიანებს დამდუღრულივით გაურბის.
საინტერესოა, რომ მის ერთ-ერთ ბოლო სურათში “წყალი სპილოებისთვის” რობერტი სტუდენტ-ვეტერინარს თამაშობს და ცირკში მუშაობს.