გასული წლის შემოდგომაზე ამერიკულმა მას-მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ ჯგუფი „Aerosmith”-ის ლიდერი სტივენ ტაილერი უახლოეს მომავალში დაქორწინებას აპირებდა.
64 წლის მუსიკოსის ახალი რჩეული, 39 წლის მოდელი ერინ ბრედი გახლავთ.
შობის დღესასწაულზე ტაილერმა შეყვარებულს ხელი სთხოვა და რასაკვირველია უარი არ მიუღია.
გუშინ გამოცემამ „Rolling Stone” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტაილერი - ბრედის წყვილი დაქორწინებას მიმდინარე წლის ივლისის დასასრულს გეგმავენ. ჯვრისწერის საზეიმო ცერემონიალი კარიბის ზღვაში მდებარე ერთ-ერთ კუნძულზე გაიმართება.
სტივენ ტაილერი მომავალი ღონისძიების დეტალებს საიდუმლოდ ინახავს. ქორწილს მხოლოდ ნეფე - პატარძალის რამდენიმე ახლობელი და ოჯახის წევრები დაესწრებიან.
ერინ ბრედი ტაილერის მესამე ოფიციალური ცოლი გახდება.
მუსიკოსი პირველად 1978 წელს დაოჯახდა, როდესაც მოდელ სირინდე ფოქსზე იქორწინა. მეორედ ოჯახი დიზაინერ ტერეზა ბარაკთან ერთად შექმნა, მაგრამ 2006 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.