ცნობილი ბრიტანული ჯგუფი „Radiohead”- ის წევრები ამჟამად მსოფლიო საგასტროლო ტურნეში იმყოფებიან.
წინა კვირას, 16 ივნისს მუსიკოსებს კანადის ქალაქ ტორონტოში მორიგი კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ. სამწუხაროდ ეს ღონისძიება გაურკვეველი ვადით გადაიდო.
კონცერტის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სცენა ჩაინგრა. ამ უბედურ შემთხვევას ერთი მუშა ემსხვერპლა. დიდი გახლდათ ალბათობა რომ ტრაგედია მუსიკოსების გამოსვლის დროს დაფიქსირებულიყო.
გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ჯგუფის წევრები ფსიქოლოგიური წნეხის პირობებში იმყოფებიან და ამ მიზეზის გამო უახლოესი ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილი კონცერტები გააუქმეს.
გუშინ „Radiohead”-მა საგანგებო პრეს-კონფერენცია ჩაატარა. გაირკვა რომ მუსიკოსები კონცერტებს 10 ივლისს განაახლებენ. ამ დღეს მათი მოსმენა საფრანგეთის ქალაქ ნიმში შეგეძლებათ.
გაუქმებულთა შორის აღმოჩნდა იტალიის ოთხ ქალაქში, შვეიცარიასა და ბერლინში დაგეგმილი კონცერტები. ეს ღონისძიებები მიმდინარე წლის დასასრულს გაიმართება.