უცნობი „The Beatles”

უცნობი „The Beatles”

გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ქალაქ ნიუ-იორკში უჩვეულო გამოფენა გაიხსნა, რომელზეც ლივერპულელი ოთხეულის აშშ-ში პირველი სტუმრობის დროს გადაღებული დღემდე უცნობი ფოტოსურათებია გამოფენილი.

ამ ღონისძიების სახელწოდებაა „Unseen Beatles” და მას სასტუმრო „Morrison” მასპინძლობს.

ამერიკული მას-მედიის ცნობით, გამოფენის საზeომო გახსნას რინგო სტარი და ჯონ ლენონის ვაჟიშვილი ჯულიანი დაესწრნენ. უახლოეს დღეებში პოლ მაკარტნისაც ელოდებიან. სახელგანთქმულმა მუსიკოსმა ცოტა ხნის წინ იტალიაში დაბადების დღე აღნიშნა, ამჟამად ლონდონში იმყოფება და ნიუ-იორკში რამდენიმე დღეში ჩაფრინდება.

რარიტეტული სურათები ცნობილ ფოტოგრაფ კურტ გუნტერს ეკუთვნის, რომელიც წინა საუკუნის 60-იან წლებში აშშ-ში ბრიტანულ ჯგუფს მუდმივად გვერდით ახლდა.