ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის დასასრულს ცნობილი კონორეჟისორი ჯონ რიდლი ახალი მხატვრული ფილმის გადაღებას შეუდგება.
ეს კინოსურათი ამერიკელი გიტარისტი ჯიმი ჰენდრიქსის ცხოვრების ერთ ეპიზოდს მიეძღვნება. ამ ნამუშევრის სავარაუდო სახელწოდებაა „All Is By My Side”.
1967 წლის ზაფხულში ჰენდრიქსმა ლონდონში დისკი „Are You Experienced” ჩაწერა. ახალ ფილმში ეს მოვლენა იქნება გაშუქებული.
ჯონ რიდლმა მომავალი კინოსურათისთვის მსახიობების შერჩევა უკვე დაიწყო. ერთ-ერთი პირველი ვინც ამ ფილმში დაკავდება, რეპ-დუეტი „Outkast”-ის წევრი ანდრე 3000 გახდა, რომელსაც თავად ჯიმი ჰენდრიქსის სახის გაცოცხლება მოუწევს.
ანდრე ბენჯამინის შემდეგ ბრიტანელი მსახიობი ეშლი ჩარლზის რიგი დადგა. ორი დღის წინ ჩარლზი ამ სურათში დაამტკიცეს და ჯგუფი „The Rolling Stones”-ის წევრის კიტ რიჩარდსის როლს განასახიერებს.