მიმდინარე წელს ცნობილი ბრიტანული როკ ჯგუფი „Asia” დაარსებიდან 30 წელს აღნიშნავს.
ორი დღის წინ გამოცემამ „New Musical Express” გაავრცელა ცნობა, რომ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ჯგუფის წევრები ერთად შეიკრიბნენ და ახალი ალბომი ჩაწერეს.
ამ ნამუშევრის სახელწოდებაა „XXX” და დღის სინათლეს 2 ივლისს იხილავს. მომავალ თვეში მუსიკოსები დიდ ბრიტანეთში სპეციალურ საგასტროლო ტურნეში გამგზავრებას აპირებენ. მათი ინფორმაციით დაახლოებით 10-12 კონცერტის ჩატარებას გეგმავენ.
ახალი დისკის მომზადებაში მონაწილეობა კლავიშებზე დამკვრელმა ჯეფ დაუნსმა, გიტარისტმა სტივ ჰაუმ, მედოლე კარლ პალმერმა და ვოკალისტმა ჯონ უეტონმა მიიღეს.