ბრიტანული მას-მედიის ცნობით, ჯგუფი „Deep Purple”-ს ერთ-ერთი დამაარსებელი, გიტარისტი რიჩი ბლეკმორი მამა გახდა.
გაგიკვირდებათ და მიმდინარე წლის 7 თებერვალს, მუსიკოსს მეუღლე კენდის ნაიტმა ვაჟიშვილი აჩუქა. ამ ისტორიაში საყურადღებო ის გახლავთ, რომ ოჯახის ახალი წევრის გაჩენას რიჩი და კენდი ოთხი თვის განმავლობაში საგულდაგულოდ მალავდნენ.
ახლადდაბადებულ ბიჭუნას ბედნიერმა მშობლებმა რორი დარტანიანი დაარქვეს. ალბათ ბლეკმორი ამ ლიტერატურული პერსონაჟის დიდი თაყვანისმცემელია და შვილი ჩვენი დროისათვის უჩვეულო სახელით მონათლა.
საინტერესოა, რომ ბლეკმორმა და მისმა მეუღლემ 2010 წელს დაბადებულ ქალიშვილს ოტი ესმერალდა დაარქვეს.
67 წლის რიჩი ბლეკმორი საპატიო ასაკის მიუხედავად ნაყოფიერ მუსიკალურ ცხოვრებას ეწევა. 1996 წელს ჯგუფი „Blackmore's Night” ჩამოაყალიბა და მის წევრებთან ერთად დღემდე აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობაშია ჩართული.