მიმდინარე წელს ცნობილი ჯგუფი „The Rolling Stones” დაარსებიდან 50 წელს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მუსიკოსებს რამდენიმე ღონისძიების ჩატარება ჰქონდათ დაგეგმილი.
საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ მიკ ჯაგერს კოლეგებთან რთული ურთიერთობა გააჩნია. ამ მიზეზის გამო ჯგუფმა თავდაპირველი შემადგენლობით კონცერტების გამართვას თავი ვერ მოაბა. მისი გაუქმების ოფიციალურ ვერსიად კიტ რიჩარდსის ავადმყოფობა დასახელდა.
ცოტა ხნის წინ მუსიკოსებმა მიკ ჯაგერი დროებით შემოირიგეს. გადაწყდა რომ ჯგუფი აშშ-ში რამდენიმე კონცერტს ჩაატარებს, ერთგულ თაყვანისმცემლებს კი საბოლოოდ 2013 წელს, „გლასტონბერის“ ფესტივალზე დაემშვიდობება.
საბოლოოდ ვახსენე და კოლეგებმა ჯაგერი მხოლოდ ამ კონცერტებში მონაწილეობაზე დაითანხმეს. გადაწყდა რომ მომავალი წლის ზაფხულში „The Rolling Stones” არსებობას ოფიციალურად შეწყვეტს და მუსიკალური ისტორიის კუთვნილება გახდება.