გაგიკვირდებათ და ცნობილი რუსი მომღერალი ზემფირა და ჯგუფი „Queen”-ის წევრები ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი დიდი მეგობრები არიან.
მუსიკოსებმა ერთმანეთი 2004 წელს გაიცნეს. პოპულარული ჯგუფის წევრები მოსკოვში ჩატარებულ „MTV Russia Music Awards”-ის ნომინანტების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ და მათი პირველი ნაცნობობა იმ დღეებში მოხდა.
იმ ღონისძიების დასკვნით საღამოს, ზემფირა ახლადგაცნობილ მეგობრებთან ერთად სცენაზე გამოვიდა და ცნობილი კომპოზიცია „We Are The Champions” შეასრულა. (იხ. ვიდეო)
მიმდინარე თვის დასასრულს ბრაიან მეი და როჯერ ტეილორი მოსკოვს კიდევ ეწვევიან და 3 ივლისს კონცერტს ჩაატარებენ. მათთან ერთად იქნება რეალითი შოუ „American Idol”-ის გამარჯვებული ადამ ლამბერტიც.
გუშინ რუსულ მას-მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „Queen”-ის წევრები ზემფირას უკვე დაუკავშირდნენ და მათთან ერთად რამდენიმე კომპოზიციის შესრულება სთხოვეს. რასაკვირველია რუსმა მომღერალმა ეს წინადადება დიდი სიამოვნებით მიიღო და მას 3 ივლისის კონცერტზე აუცილებლად ვიხილავთ.
ჯერჯერობით უცნობია ცნობილი ჯგუფის წევრებთან ერთად ზემფირა რომელ კომპოზიციებს შეასრულებს.