გამოცემა „Rolling Stone”-ს ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასასრულს ცნობილი ამერიკელი მომღერალი არეტა ფრანკლინის ცხოვრების შესახებ მხატვრული სურათის გადაღებას დაიწყებენ.
ჯერჯერობით უცნობია ამ კინოსურათის რეჟისორის ვინაობა და მისი სავარაუდო დასახელება.
ორი დღის წინ ფრანკლინმა ის მსახიობი აირჩია რომელიც ამ მხატვრულ ფილმში მის სახეს განასახიერებს.
სავარაუდო კანდიდატებიდან მომღერალმა არჩევანი მსახიობ ოდრე მაკდონალდზე შეაჩერა. მან ჰოლი ბერი, კერი ვაშინგტონი და ნიი ლონგი დაიწუნა.
მომავალ სურათს არეტა ფრანკლინის ავტობიოგრაფიოული წიგნის „From These Roots”-ის მიხედვით გადაიღებენ.