დღეს ცნობილ ბრიტანელ მუსიკოსს სერ პოლ მაკარტნის დაბადებიდან 70 წელი შეუსრულდა.
ბრიტანული მას-მედიის ინფორმაციით, მაკარტნი საიუბილეო თარიღის მოკრძალებულად აღნიშვნას აპირებს.
დღეს დილით მუსიკოსი მეუღლე ნენსი შეველთან და რამდენიმე ახლობელთან ერთად იტალიაში ჩაფრინდა. ბრიტანელმა პატარა დასახლება მონტალჩინოში ვილა დაიქირავა და დაბადების დღეს იქ გადაიხდის.
ჯერჯერობით უცნობია ამ სადღესასწაულო ღონისძიებას რომელი მუსიკოსები დაესწრებიან. ცნობილია რომ სტუმრებს შორის აუცილებლად იქნება პოლ უელერი.
მაკარტნის კოლეგა რინგო სტარი ამჟამად აშშ-ში იმყოფება. გუშინ „The Beatles”-ის ყოფილმა მედოლემ მეგობარს ვიდეომილოცვა გამოუგზავნა, სადაც 70 წლის იუბილარს საზეიმო დღე სპეციალურად ჩაწერილი კომპოზიციით მიულოცა.
ცნობილია რომ მონტალჩინოში რამდენიმე ცნობილი მუსიკოსი აპირებს ჩასვლას. მათი სახელები მკაცრად გასაიდუმლოებულია.
პოლ მაკარტნის დაბადების დღის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ბრიტანული მას-მედია უახლოეს დღეებში გამოაქვეყნებს.