„მსახიობები ცოტა გიჟები არიან“

„მსახიობები ცოტა გიჟები არიან“

“მსახიობები ცოტა “გიჟები“ არიან – ეს სიტყვები ქალბატონ დოდო ჭიჭინაძეს ეკუთვნის.

საგარეჯოს კულტურის სახლში სპექტაკლი “მეფე ერეკლე“ დაიდგა. ანა ბატონიშვილის როლს დოდო ჭიჭინაძე ასრულებდა, ბესიკს კი იაკობ ტრიპოლსკი ანსახიერებდა.

თამაშდებოდა სცენა, სადაც ანა თავს იკლავდა და ბესიკი სატრფოს დასტიროდა. ყველასათვის მოულოდნელად სცენაზე 8-9 წლის აღელვებული ბიჭუნა ამოვარდა, დააკვირდა “გარდაცვლილ“ მსახიობს და გახარებულმა მაყურებელს ამცნო: სუნთქავს განა, სუნთქავს! უცებ გაისმა მთელ დარბაზში სიცილი, რომელიც მოგვიანებით აპლოდისმენტებმა შეცვალა.

არის ასეთი უცნაური მომენტები თეატრალურ სამყაროში, ეს ცხოვრება ხომ მეტად უცნაურია და მუდმივი სიურპრიზებითაც ხშირად გვანებივრებს.