ჯანი ბუკიკიოს წერილში წერია ზუსტად ის, რაც საქართველოში ვიზიტისას ბრძანა, რეკომენდაციები ცნობილია როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისთვის

ჯანი ბუკიკიოს წერილში წერია ზუსტად ის, რაც საქართველოში ვიზიტისას ბრძანა, რეკომენდაციები ცნობილია როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ცნობილი არის როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის.

როგორც თალაკვაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს წერილში სწორედ იმ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული, რომელზეც ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტის დროს ისაუბრა.

,,წერილში წერია ზუსტად ის, რაც საქართველოში ვიზიტის დროს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ბრძანა. მან თქვა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არის ცნობილი როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. საკითხები, რომელიც დღის წესრიგში დგას, არის შეთანხმების საგანი პოლიტიკურ პარტიებს შორის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წერილით მიმართავს. წერილში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია გამოსავალს კვლავ ფართო კონსენსუსში ხედავს.