NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს, 42% - არ ეთანხმება

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს, 42% - არ ეთანხმება

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 49% ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს მისნაირ ხალხს, ხოლო 42% მოსაზრებას არ ეთანხმება.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს მისნაირ ადამიანებს, აპრილთან შედარებით, 53%-დან 49%-მდე შემცირდა, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მოსაზრებას არ ეთანხმებოდა 42%-დან 39%-მდე შემცირდა.

კითხვაზე, გსმენიათ თუ არა ვიზალიბერალიზაციის შესახებ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის წევრ უმეტეს ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობის საშუალებას მისცემს, გამოკითხულთა 90% აცხადებს, რომ სმენია, ხოლო 9% აცხადებს, რომ არ სმენია, 1%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

კვლევის თანახმად იკვეთება ტენდენცია, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ სმენია საქართველოს ქალაქების და სოფლების მოსახლეობის უმრავლესობას, ხოლო ეთნიკურ უმცირესობებში გამოკითხულთა 58% აცხადებს, რომ ამის შესახებ სმენია, ხოლო 37%-ს - არა.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.