NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და ყაზახეთის მიერ.

გამოკითხულთა 62% კი ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ.

გამოკითხულთა 8% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 6%-მა არ იცის.

აღსანიშნავია, რომ აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი მცირედით შემცირდა, ხოლო ევრრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი მცირედით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.