NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა

”ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა.

კითხვაზე, გასულ დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების შესამუშავებლად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შექმნა. აპრილში კომისიამ მიიღო კონსტიტუციის სამუშაო ვერსია. იცოდით თუ არა ამ პროცესის შესახებ, გამოკითხულთა 32% აცხადებს, რომ დიახ, იცოდა, 60% ამბობს, რომ არ იცოდა, ხოლო 8 % აცხადებს, რომ არ იცის.

NDI-ის გამოკითხულთა იმ 32%-დან, რომლებსაც კომისიის მიერ კონსტიტუციის სამუშაო ვერსიის მიღების შესახებ სმენია, კითხვაზე, ფიქრობენ თუ არა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვთ, 39% აცხადებს, რომ დიახ, 59% - არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, ხოლო 2%-მა - არ იცის.

NDI-ის გამიკითხულთა იმ 32%-დან, რომლებსაც პროცესის შესახებ სმენია, 47% მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მოქალაქეების შეხედულებებს ნაწილობრივ ასახავს, 32% აცხადებს, რომ საერთოდ არ ასახავს, 6% ფიქრობს, რომ სრულად ასახავს, ხოლო 15%-მა - არ იცის.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი არის+/-2.2%-ია. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.