პრეზიდენტმა ვეტოს გამოყენებით სცადა, მეტი ყურადღება მიეზიდა საკუთარი გადაწყვეტილების გარშემო

პრეზიდენტმა ვეტოს გამოყენებით სცადა, მეტი ყურადღება მიეზიდა საკუთარი გადაწყვეტილების გარშემო

ვფიქრობ, ვეტოს გამოყენებით პრეზიდენტმა სცადა მეტი აქცენტები გაეკეთებინა საკუთარ არგუმენტებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ბიუროს სხდომაზე კიდევ ერთხელ სთხოვა კომიტეტებს, რომ ყურადღებით გაეცნონ და განიხილონ პრეზიდენტის ვეტო.

„ჩვენ წინასწარი კომენტარებიც გავაკეთეთ და აუცილებლად ყურადღებით და დელატურად განვიხილავთ იმ არგუმენტებს, რაც პრეზიდენტის აქვს წარმოდგენილი“, - განაცხადა თალაკვაძემ.

რაც შეეხება განხორციელებულ ცვლილებებს, არჩილ თალაკვაძეს მიაჩნია, რომ ცვლილებებით, რომელიც ეხება საარჩევნო საკითხებს, სამართლიანი პრინციპი შემოდის.

ასევე არჩილ თალაკვაძემ დაასახელა რამდენიმე საერთაშოროსი კვლევის შედეგი, რომელშიც მისი თქმით, მოყვანილია საკმაოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულებები და არგუმენტები, რომ თვითმმართველობის შემცირების ტენდენცია აღინიშნება არაერთ ევროპულ ქვეყანაში.

„ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ წარმოვადგინეთ, ემსახურება კორდინაციის გაუმჯობესებას, უფრო ხარჯთეფექტურ თვითმმართველობას. ის, რომ ჩვენ თვითმმართველობას ვაძლიერებთ, კითხვის ნიშნის ქვეშ ნამდვილად არ დგას, რადგან ახალ კონსტიტუციაში პირდაპირაა მოცემული თვითმმართველობის გაძლიერებისთვის ახალი გარანტიები“, - განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე განცხადებით, ვეტოს გამოყენებით პრეზიდენტმა სცადა მეტი აქცენტები გაეკთებინა საკუთარ არგუმენტებზე.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ დეტალურად ყურადღებით გავეცნობით და უკვე სესიაზე ჩვენი პასუხები ვეტოსთან დაკავშირებით ცნობილი გახდება. პრეზიდენტმა, ისევე როგორც თქვენ - მედიამ, იცით, რომ ვეტოს გადალახვა საპარლამენტო უმრავლესობისთვის შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი იქნება ისეთივე არგუმენტირებული, როგორც პრეზიდენტს მიაჩნია საკუთარი ვეტოს სამოტივაციო ნაწილი. არ ვფიქრობ, რომ ამ ვეტოს გამოყენებით რაღაც განსაკუთრებული მოხდა. პრეზიდენტმა იცოდა, რომ ჩვენ ვეტოს გადალახვა შეგვიძლია, უბრალოდ ვფიქრობ, რომ მან ვეტოს გამოყენებით სცადა, მეტი ყურადღება მიეზიდა საკუთარი გადაწყვეტილების გარშემო“, - განაცხადა თალაკვაძემ.