რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ცნობა, რომ მიმდინარე წელს პოპულარული ამერიკული ჯგუფი „Green Day”-ს წევრები სამი ალბომის გამოშვებას აპირებდნენ.
გუშინ გამოცემამ „Rolling Stone” გაავრცელა ცნობა, რომ მუსიკოსებმა პირველი დისკის ჩაწერა უკვე დაასრულეს. მისი სახელწოდებაა „Uno!” და გაყიდვაში მიმდინარე წლის 25 სექტემბერს გამოვა.
მომავალ თვეს ჯგუფის წევრები კიდევ ორ ჩანაწერზე მუშაობას შეუდგებიან. „Green Day”-ს შემოქმედების თაყვანისმცემლები მათ მომავალი წლის პირველ ნახევარში მიიღებენ.
„Green Day”-ს ბოლო სტუდიური ნაშრომი „21st Century Breakdown” გაყიდვაში 2009 წელს გამოჩნდა.
ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში ჯგუფის წევრები გერმანიაში სამ კონცერტს ჩაატარებენ, შემდეგ რამდენიმე ღონისძიებას საფრანგეთში, იტალიასა და იაპონიაში გამართავენ.