მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თემა საკმაოდ დელიკატურია და არ შეიძლება ორმა მხარემ ხელი ერთმანეთისკენ გაიშვიროს

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თემა საკმაოდ დელიკატურია და არ შეიძლება ორმა მხარემ ხელი ერთმანეთისკენ გაიშვიროს

თემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებას ეხება, საკმაოდ დელიკატურია და არ შეიძლება ორმა მხარემ ხელი ერთმანეთისკენ გაიშვიროს, - ამის შესახებ “ინტერპერესნიუსს“ “ქართული ოცნების“ ვიცე-სპიკერმა გია ვოლკიმ განუცხადა.

“არ მაქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რატომ არ მოხდა მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე უკრაინის ხელისუფლებისთვის მიმართვა. რამდენადაც ვიცი, უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს მათი მოთხოვნიდან გამომდინარე არ გადასცემს. თემა საკმაოდ დელიკატურია და არ შეიძლება ორმა მხარემ ხელი ერთმანეთისკენ გაიშვიროს, რომ ის არ გადმოსცემს, რადგან უკრაინის მოქალაქეა, ხოლო ჩვენ არ გვითხოვია. ამ თემაზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილთან ქართულ გამოძიებას და საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს. როგორც გახსოვთ, იყო კიდეც მისი დაკითხვის მცდელობები, რასაც სააკაშვილმა თავი აარიდა და ამაში გარკვეულწილად უკრაინის მოქალაქეობაც გამოიყენა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ გია ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიუღია და შესაბამისად, ეს საკითხი არ განხილულა.

“ჩვენ გვაქვს ეფექტური კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია მოთხოვნა ექსტრადირების შესახებ. შესაბამისად, არ განგვიხილავს ეს საკითხი”,- განაცხადა პოროშენკომ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს, პოროშენკოს თქმით, დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზე და ამ საკითხზე მეტი სათქმელი არაფერი აქვს.