საქართველოს მთავრობის დელეგაცია ნოემბერში უკრაინას ეწვევა. განცხადება ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაკეთა.
"შემოდგომაზე ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობის დელეგაციას პრემიერის ხელმძღვანელობით", - აღნიშნა პოროშენკომ.
უკრაინის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერთმანეთს დღეს, პირისპირ შეხვდნენ.